ახალი ამბები

რადიო “მარნეული”: ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ

28 ნოემბერი, 2018 • 937
რადიო “მარნეული”: ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, N49 უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს სარჩევნო უბანზე დაკვირვების დროს შენობიდან აძევებდნენ. ამის ამსახველ ვიდეომასალას და ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს:

რადიოს ცნობით, ჟურნალისტებს ხელითაც შეეხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, თუმცა მათ უბანი მაინც არ დაუტოვებიათ. 


  • 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური  იმართება. არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 2 კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე, №5 და  სალომე ზურაბიშვილი, №48.
  • ამ კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს, თუმცა ვერც ერთმა ვერ მოაგროვა არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 50% -ზე მეტი, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა.
  • პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” უჭერს მხარს,  ხმების 38.64% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი- 37.74%.

მასალების გადაბეჭდვის წესი