ახალი ამბები

რუსთავში ენმ-ის აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას – კობახიძე

28 ნოემბერი, 2018 • 1072
რუსთავში ენმ-ის აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას – კობახიძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსთავში ენმ-ის აქტივისტები ორმაგი მარკირებით ცდილობდნენ ხმის მიცემას. დღეს, 12:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ იმ ადამიანების სახელები და გვარებიც დაასახელა, ვინც მისი თქმით, სხვადასხვა უბანზე მარკირების მიუხედავად ცდილობდნენ ხმის მიცემას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და “ოცნება” რეაგირებისაკენ შსს-ს მოუწოდებს. ასევე, აფრთხილებს ენმ-ს, თავი შეიკავოს პროვოკაციებისაგან. მისი თქმით, ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს არჩევნებზე აგრესიული ფონის შექმნას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი