ახალი ამბები

ზურაბიშვილის წარმომადგენლები ამომრჩეველს ფოტოსურათებიანი სიით აღრიცხავენ – საია

28 ნოემბერი, 2018 • 1056
ზურაბიშვილის წარმომადგენლები ამომრჩეველს ფოტოსურათებიანი სიით აღრიცხავენ – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, გლდანის #79, #80, #81 უბნების შენობის ფოიეში მობილიზებულნი არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. საიას ცნობით, მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია.

“მითითებულ უბნებზე მისული ამომრჩევლები თავდაპირველ აღრიცხვას მათთან გადიან და ამის შემდგომ ხდება ამომრჩევლის შესვლა შესაბამის საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

საის ინფორმციით, ანალოგიურად ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის #37-ე, #38-ე, #40-ე უბნებზე.

რაც შეეხება სხვა პროცედურულ დარღვევებს, საიას ცნობით, დაგვიანებით გაიხსნა ახალქალაქის #69 სააარჩევნო უბანი. საიას დამკვირვებლებს არ უშვებდნენ კრწანისის #11, ახალქალაქის #2, #12, #16, #63 და ახმეტის #6 უბანზე. ცესკოს ჩარევის შედეგად, ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე შეუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი