ახალი ამბებიეკონომიკა

სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა

27 ნოემბერი, 2018 • 2078
სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს შეხვდა.

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს, 27 ნოემბერს საპატრიარქოს შენობაში ილია მეორესთან იმყოფებოდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს კანდიდატის პრესსამსახური აქვეყნებს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ილია მეორეს ასევე შეხვდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები – შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

3 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან შესახვედრად საპატრიარქოში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც იმყოფებოდა თანაგუნდელებთან ერთად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი