ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი NGO-ებზე შეტევით შეშფოთებულია

27 ნოემბერი, 2018 • 1015
საქართველოს პრეზიდენტი NGO-ებზე შეტევით შეშფოთებულია

საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ის ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ ისმის.

„შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან, როდესაც თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებაში  მიზანმიმართულად  ხდება თქვენზე შეტევა. ასეთი მენტალობა, როდესაც ობიექტური დამკვირვებელი არის ბრალდებული იმაში, რომ ახორციელებს თავის ვალდებულებას და საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას დარღვევებისა თუ  გადაცდომის შესახებ… ასეთი მენტალობა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა, რომლის კონტექსტშიც, თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას ან ძლიერებს ამა ქვეყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინაპირობაა ტოტალიტარული აზროვნებისა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე გამართულ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებები მოისმინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი