FITCH-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა

22 ნოემბერს სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა დაადასტურა სსსაქართველოს რკინიგზისრეიტინგი „B+“ და ამასთანავე გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაშისტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია  საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზების გაუმჯობესებით.

““Fitch“-ის პროგნოზებით 2018 წლის განმავლობაში რკინიზგის საოპერაციო მაჩვენებლები დასტაბილურდა, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების ვარდნა აღარ იქნება, ხოლო 3-5 წლის განმავლობაში მათი გაუმჯობესება არის ნავარაუდები.  საკუთარ დასკვნაში “Fitch“-   ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის განმავლობაში რკინიგზას გაუჩნდება თავისუფალი სახსრების კომფორტული ლიმიტი” – აცხადებსსაქართველოს რკინიგზისკორპორატიული  მართვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ჯორბენაძე.

“Fitch”-ის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, “საქართველოს რკინიგზასახელმწიფოს ირიბ საკუთრებაში არსებული  მონოპოლიური, ინტეგრირებული სარკინიგზო კომპანიაა, რომლის აქტივებსაც განკარგავსსაპარტნიორო ფონდი“ (რეიტინგი: BB-/პოზიტივი). რელიზის შესაბამისად, “Fitch”- საშუალოვადიან პერსპექტივაში არ ელოდება კომპანიის სამართლებრივი სტატუსის ცვლილებას. ამავე დროს, რელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი აქვს ვალდებულება სარკინიგზო კომპანიის სტრუქტურის  რეორგანიზაციის შესახებ 2022 წლიდან. ევროკავშირის სტანდარტებით რეორგანიზაცია გულისმობს  სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერის გამიჯვნას სარკინიგზო ოპერატორებისგან ერთიანი ჰოლდინგური სტრუქტურის ფარგლებში.

“Fitch”-ის რელიზში ასევე აქცენტირებულიასაქართველოს რკინიგზისმნიშვნელობა  ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისა და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების  განვითარების მიმართულებით. აღნიშნულია, რომსაქართველოს რკინიგზა“, აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად, „ევროპაკავკასიააზიისსატრანსპორტო დერეფნის საკვანძო სეგმენტს წარმოადგენს.

Fitch – ის რელიზის შესაბამისად, საქართველოს რკინიგზაზე შესაძლებელია ტვირთბრუნვის ზრდა, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატების გამო მეზობელი სახელმწიფოების გააქტიურებამ უნდა უზრუნველყოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი