ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთის საბანკო სისტემაში მილიონობით დოლარს ჩადებს

27 ნოემბერი, 2018 • 1748
ხაჯიმბა აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთის საბანკო სისტემაში მილიონობით დოლარს ჩადებს

რუსეთი აფხაზეთის საბანკო სფეროს განვითარებისთვის ნახევარ მილიარდ რუსულ რუბლს  [7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი] გამოყოფს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პუტინთან შეხვედრისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ განვიხილეთ საბანკო სფეროსთან დაკავშირებული თემა, ვისაუბრეთ ამის შესახებ ღიად, იმ სირთულეებზე, რომლებიც მთელი ეს წლები არსებობდა. ჩვენ შესაბამისი მხარდაჭერა გაგვიწიეს და ეს მხარდაჭერა საკმაოდ სერიოზულია, ეს არ არის კრედიტი, ეს არის შესაბამისი დახმარება სახელმწიფოსთვის, რათა საბანკო სისტემა იყოს სტაბილური”.

რამდენად არის კავშირში აღნიშნული დახმარება რუსეთის მიერ ამჯერად უკვე აფხაზური საბანკო სისტემის გამოყენებასთან, უცნობია.

ვაშინგტონ პოსტის” საგამოძიებო სტატიის მიხედვით, რუსეთი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში შექმნილ იმპროვიზირებულ საბანკო სისტემას იყენებს, რათა თავი აარიდოს ევროკავშირის და შეერთებული შტატების  სანქციებს და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ძალები დააფინანსოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი