ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი კაცები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ – ფოტოპროექტი

26 ნოემბერი, 2018 • 3795
აფხაზი კაცები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ – ფოტოპროექტი

საერთაშორისო ყოველწლიური აქციის “16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ წარმოადგინა ფოტოპროექტი “ერთად შევაჩეროთ ძალადობა”.

აქციაში პირველად მონაწილეობენ კაცები, რომლებიც ძალადობის დამგმობი პლაკატებით [რუსულ ენაზეა] ფოტოპროექტის ფარგლებში გადაიღეს. აქციაში 16 კაცი მონაწილეობს.

ორგანიზატორთა განმარტებით, აფხაზურ საზოგადოებაში ქალები ხშირად მალავენ, რომ მათზე ძალადობენ, შესაბამისად, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მსგავსი აქციებით ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ყურადღებას უფრო აქტიურად მიიქცევენ.

“ძალადობას საზოგადოების გულგრილობა ასაზრდოებს”

“ძალადობაზე უარესი მხოლოდ ძალადობის გამართლება შეიძლება იყოს”

“ძლიერი ადამიანები არ ძალადობენ”

ფოტო: ილონა კვარცხია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი