ახალი ამბები

სროლა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე — დაწყებულია გამოძიება

26 ნოემბერი, 2018 • 1456
სროლა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე — დაწყებულია გამოძიება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესტორან “სტრადასთან” ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.

შსს-ის ცნობით, სროლაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

როგორც ნიკა რურუა, თვითმხილველი, წერს, “სტრადასთან” მდებარე პარკინგის ტერიტორიიდან ერთმა ან რამდენიმე პირმა ცეცხლი გაუხსნა რესტორნის ვერანდაზე მსხდომ ახალგაზრდებს.

მისი ინფორმაციით, სულ ცოტა, ერთი ახალგაზრდა დაიჭრა.

შსს-ში ჯერჯერობით ვერ დაგვიდასტურეს, თუ რამდენი ადამიანია დაშავებული სროლის შედეგად.

ნეტგაზეთი დეტალების გაგებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი