ახალი ამბები

ოზურგეთში ქარიშხალმა 120-ზე მეტ საცხოვრებელ სახლსა და კორპუსს სახურავი გადახადა

6 ივნისი, 2014 • • 1055
ოზურგეთში ქარიშხალმა 120-ზე მეტ საცხოვრებელ სახლსა და კორპუსს სახურავი გადახადა

“ვითარების ადგილზე შესასწავლად გურიაში ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ სუდაძე და სამინსიტროს სხვა თანამშრომლები გაემგზავრნენ. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ 112-ის თანამშრომლები. ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. უკვე გაწმენდილია სავალი გზები და შესრულებულია პირველადი, გადაუდებელი სამუშაოები. ტრანსპორტის მოძრაობა ყველა საგზაო მონაკვეთზე აღდგენილია”.


ქარიშხალი ოზურგეთში
ქარიშხალი ოზურგეთში


ბოლო მონაცემებით, ქარიშხალმა ქ. ოზურგეთი და მუნიციპალიტეტის კიდევ სამი სოფელი დააზარალა. ძლიერმა ქარმა 120-ზე მეტ საცხოვრებელ სახლსა და მრავალბინიან კორპუსს სახურავი გადახადა, მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა მოსახლეობის კერძო საკუთრებაც.


“ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს. ადგილობრივ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფები. მას შემდეგ, რაც ზარალის ზუსტი ოდენობა დადგინდება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში რჩებიან და მიმდინარე სამუშაოებს თვალს პირადად ადევნებენ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი