EMC განცხადების ბოლოს დასძენს, რომ მნიშვნელოვნია, პროკურატურამ უზრუნველყოს გამოძიების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური წარმოება, რათა დროულად მოხდეს ყველა აუცილებელი მტკიცებულების მოპოვება და დადგინდეს კვინიკაძეების ფიზიკური დაზიანებების წარმომავლობა, დავით მჭედლიძის პირადი დაინტერესება გელა კვინიკაძის საქმიანობის მიმართ, ინციდენტის დროს დავით მჭედლიძის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესაძლო ფაქტი, ისევე როგორც ინციდენტში მონაწილე ყველა პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი.

გამოძიების მიმდინარეობაზე დაკვირვებისთვის, ასევე აუცილებელია პროკურატურამ უმოკლეს ვადებში მიანიჭოს გელა და კობა კვინიკაძეებსდაზარალებულის სტატუსი, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ გამოძიების ხარისხს.