ახალი ამბები

გარდაიცვალა რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი

26 ნოემბერი, 2018 • 2533
გარდაიცვალა რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი

იტალიელი რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი დღეს, 26 ნოემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა რომში, საკუთარ სახლში. როგორც იტალიური მედიასაშუალება RAI News წერს, ბერტოლუჩი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ბერტოლუჩი 77 წლის იყო.

ბერტოლუჩი იყო რეჟისორი ფილმებისა “უკანასკნელი ტანგო პარიზში”, “უკანასკნელი იმპერატორი”, “მეოცნებენი” და ა.შ. მან ფილმისთვის, “უკანასკნელი იმპერატორი”, 1987 წელს ორი ოსკარი მიიღო – ერთი საუკეთესო რეჟისურისთვის, მეორე კი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. ჯამში, ამ ფილმმა, 9 ოსკარი მიიღო სხვადასხვა ნომინაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი