ახალი ამბები

ჩვენს წევრს, ვინც ხმას ვაშაძეს მისცემს, “ქართული მარშიდან” გავრიცხავთ – ბრეგაძე

26 ნოემბერი, 2018 • 1963
ჩვენს წევრს, ვინც ხმას ვაშაძეს მისცემს, “ქართული მარშიდან” გავრიცხავთ – ბრეგაძე

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ მათი წევრები, ვინც გრიგოლ ვაშაძეს მისცემენ ხმას, მოძრაობის რიგებიდან გაირიცხებიან. ამის შესახებ ბრეგაძე განცხადებას ფეისბუქით ავრცელებს.

“ქართული მარში” კატეგორიულად გამორიცხავს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას, ნებისმიერი ჩვენი წევრი, ვინც ხმას მიცემს ვაშაძეს – გარიცხული იქნება მარშის რიგებიდან. ამავე დროს ვაცხადებთ თავისუფალ არჩევანს – ვისაც სურს, შეუძლია არ წავიდეს არჩევნებზე ან მხარი დაუჭიროს ზურაბიშვილს. პირადად მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას სალომე ზურაბიშვილზე, რადგან დაზუსტებით ვიცი თუ რა მძიმე შედეგების მომტანი იქნება მისი პრეზიდენტობა და ამიტომ ბოიკოტს ვუცხადებ კოჰაბიტატორების არჩევნებს”, – აცხადებს ბრეგაძე.

„ქართული მარში“ სალომე ზურაბიშვილს მხარს 2 პირობით დაუჭერს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი