ახალი ამბები

პრეზიდენტს სჭირდება თანამშრომლობა მმართველ გუნდთან, რასაც ჩემი კონკურენტი ვერ შეძლებს – ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2018 • 1307
პრეზიდენტს სჭირდება თანამშრომლობა მმართველ გუნდთან, რასაც ჩემი კონკურენტი ვერ შეძლებს – ზურაბიშვილი

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტს მმართველ გუნდთან თანამშრომლობა სჭირდება, რასაც მისი ოპონენტი ვერ შეძლებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“პრეზიდენტისთვის ყოველთვის საჭირო იქნება თანამშრომლობა მმართველ პარტიასთან. ეს მმართველი პარტია იქნება თუ სხვა, მომავალში. მაგრამ თუ პრეზიდენტს უნდა, რომ იყოს ეფექტური, ინიციატივები მიიღოს… და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ ესაა, რომ ახალი ინიციატივები შემოიტანოს, სხვდასხვა ჯგუფებთან შეამუშაოს და მერე მიუტანოს მმართველ გუნდს, პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში… საჭიროა, რაღაც დონემდე თანამშრომლობა, რაც ჩემს კონკურენტს არ შეუძლია და ვერ შეძლებს იმ პოზიციიდან, საიდანაც მოდის, ჩემთვის კი ეს იქნება ძალიან მარტივი”, – აღნიშნა მან.

ზურაბიშვილის თქმით, თანამშრომლობა არ ნიშნავს პრინციპების არარსებობას.

“თუ წითელ ხაზებს რამე შეეხება, იქ ვიქნები მეც”, – განაცხადა მან.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერსაა ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი