ახალი ამბები

რაგბი: საქართველომ ტონგა 20-9 დაამარცხა

24 ნოემბერი, 2018 • 1780
რაგბი: საქართველომ ტონგა 20-9 დაამარცხა

24 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგას ნაკრები დაამარცხა.

ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგეს სძლიეს ანგარიშით 20-9.

მატჩის ორივე ლელო საქართველოს ნაკრებმა დადო: პირველი 26-ე, მეორე კი 83-ე (დამატებით) წუთზე.

ბორჯღალოსნებმა აორივე ტაიმი მოუგეს მოწინააღმდეგე ანგარიშით 7-6 და 13-3.

ეს საქართველოსთვის წლის ბოლო ტესტ-მატჩი იყო. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ბორჯღალოსნებს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ უკვე შვიდჯერ აქვთ ნათამაშები. აქედან საქართველო ორჯერ დამარცხდა და 5-ჯერ გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი