თბილისში, პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშენებლობიდან 30-ოდე წლის მუშა გადმოვარდა.
შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მუშა მელიქიშვილის 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობიდან გადმოვარდა.
აქ სამუშაოებს აწარმოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია, დამკვეთი კი არის კომპანია m².
გარეკანის ფოტო: ნინო ტყეშელაშვილი/ფეისბუკი