ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კრემლი უკრაინაში სეპარატისტების დასაფინანსებლად ცხინვალს იყენებს – The Washington Post

23 ნოემბერი, 2018 • 1816
კრემლი უკრაინაში სეპარატისტების დასაფინანსებლად ცხინვალს იყენებს – The Washington Post

ვაშინგტონ პოსტის” საგამოძიებო სტატიის მიხედვით, რუსეთი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში შექმნილ იმპროვიზირებულ საბანკო სისტემას იყენებს, რათა თავი აარიდოს ევროკავშირის და შეერთებული შტატების  სანქციებს და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ძალები დააფინანსოს.

როგორც გამოცემა წერს, კრემლი მრავალი წლის განმავლობაში აფინანსებდა პრო-რუსულ, სეპარატისტულ რეგიონებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებში მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

გამოცემის ცნობით, ცხინვალი ბოლო სამი წელია რუსეთისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ დერეფნადაა ქცეული. გამომდინარე იქიდან, რომ მასზე საერთაშორისო კანონმდებლება და რეგულაციები არ ვრცელდება, რუსეთი თავისუფლად ახერხებს საკუთარი საბანკო სისტემის შექმნას, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობის მიღმაა.

ეს განცაკლევებული საბანკო სისტემა კი თავის მხრივ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ძალებს აფინანსებს. ფინანსური კვალი კრემლსა და უკრაინაში არსებულ სეპარატისტულ ძალებს შორის “ვაშინგტონ პოსტის” საგამოძიებო სტატიის მიხედვით, ცხინვალში, სტალინის ქუჩაზე მდებარე ოფისზე გადის.

International Settlements Bank სამი წლის წინ შეიქმნა და როგორც გამოცემა წერს, ბანკი ახორციელებს ფინანსურ ტრანზაქციებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულ რეგიონებთან.

გამოცემის ცნობით, რუსეთმა წელიწადნახევრის განმავლობაში ყირიმში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის ტრანზაქცია განახორციელა ცხინვალში მდებარე ცენტრიდან.

“ოსეთი ოფშორულ კომპანიას წააგავს” – უთხრა “ვაშინგტონ პოსტს” იურისტმა, რომელიც გამოცემას ანონიმურად ჩაეწერა.

როგორც გამოცემა წერს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, ვინც აღმოსავლეთ უკრაინაში გამოყოფილი რეგიონებს აღიარებს და შესაბამისად, ერთადერთი ადგილია, სადაც უკრაინაში არსებულ სეპარატისტულ ჯგუფებთან ფორმალური საბანკო ურთიერთობების წარმოება შეუძლია.

გამომდინარე აქედან, როდესაც ვინმეს სეპარატისტული ტერიტორიებიდან რუსეთში მდებარე კომპანიაში ფულის გადარიცხვა სურს, ამისთვის ცხინვალში მდებარე International Settlements Bank-ს იყენებს.

გამომდინარე იქიდან, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად სცნო, მასთან საბანკო ტრანსფერების განხორციელება შეუძლია.

ცხინვალის ფინანსურ დერეფნად გამოყენების სქემა

“ვაშინგტონ პოსტის” განცხადებით, ამ გზით რუსეთი თავიდან იცილებს დასავლურ სანქციებსა და კრიტიკას, რომელიც რუსთის მიერ უკრაინაში სეპარატისტული “რესპუბლიკების” ოფიციალურად აღიარებას მოჰყვებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი