ახალი ამბები

ფეისბუკმა აღიარა, რომ ჯორჯ სოროსზე თავდასხმისთვის პიარ კომპანია დაიქირავა

23 ნოემბერი, 2018 • 1520
ფეისბუკმა აღიარა, რომ ჯორჯ სოროსზე თავდასხმისთვის პიარ კომპანია დაიქირავა

Facebook-მა აღიარა, რომ ბიზნესმენ და ფილანტროპ ჯორჯ სოროსზე თავდასხმისთვის პიარ კომპანია დაიქირავა, – წერს The Guardian.

გამოცემის ცნობით, კომპანია Definers Public Affair-ის დაქირავებაზე პასუხისმგებლობა აიღო Facebook-ის  კომუნიკაციებისა და პოლიტიკის გამყოფილების აწ უკვე გადამდგარმა ხელმძღვანელმა ელიოტ შრეიჯმა. ამ უკანასკნელმა ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მას შემდეგ, რაც ჯორჯ სოროსმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თავის გამოსვლაში “გუგლი” და “ფეისბუკი” “საზოგადოებისთვის საფრთხედ” შეაფასა, მან  Definers-ს სთხოვა, ჩაეტარებინათ მოკვლევა იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა რამე ფინანსური მოტივაცია მილიარდერს. მოგვიანებით, როდესაც ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით “ფეისბუქისგან თავისუფლება” გამოჩნდა, რომელიც კომპანიის კონფიდენციალურობის პრაქტიკას აკრიტიკებდა, Definers-მა დაადგინა, რომ ჯორჯ  სოროსი კოალიციის რამდენიმე წევრს აფინანსებდა.

შრეიჯი არ თვლის, რომ ამის გამო ბოდიში აქვს მოსახდელი, სოროსის ფონდ “ღია საზოგადოების” ხელმძღვანელი კი ფეისბუკზე კონგრესის ზედამხედველობას ითხოვს.

“ჩემთვის გასაოცარი აღმოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ფეისბუკი აქტიურად არის ჩართული ადამიანების დისკრედიტაციაში და უნამუსო პროპაგანდაში მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გამოიყენეს თავიანთი კონსტიტუციური უფლება პროტესტის შესახებ”, – ნათქვამია “ღია საზოგადოების ფონდის” პრეზიდენტის პატრიკ გასპარდის წერილში, რომლის ადრესატიც სოციალური ქსელის მთავარი ოპერატიული დირექტორი შერილ სენდბერგია.

სენდბერგიც და მარკ ცუკერბერგიც აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ კომპანიის მიერ Definers Public Affairs-ის დაქირავების შესახებ.

15 ნოემბერს “ნიუ იორკ თაიმსმა” დაწერა, რომ “ფეისბუქის” თანამშრომლობის შესახებ პიარ-კომპანია Definers Public Affairs-სთან. გამოცემის ცნობით, პიარ-კომპანია იმ პირების დისკრედიტაციას ცდილობდა, რომლებიც ფეისბუკის” წინააღმდეგ გამოდიოდნენ, კერძოდ, ჯორჯ სოროსის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი