ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებს დაახლოებით 60 დამკვირვებელი დაესწრება

4 ივნისი, 2014 • • 1400
სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებს დაახლოებით 60 დამკვირვებელი დაესწრება

“რუსეთის გარდა, დამკვირვებლები ჩამოვლენ აფხაზეთიდან, სომხეთიდან, საბერძნეთიდან, ლიტვიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, მოლდოვადან, მთიანი-ყარაბაღიდან და აშშ-დან,” -განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ბელა პლიევამ და აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ძირითადად საერთაშორისო სტატუსის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები წარმოადგენენ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში 33 ათასამდე ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება.

 

სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებში 9 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემებით, პარტია “ერთიანი ოსეთი” ლიდერობს.


ფოტო: რია-ნოვოსტი
ფოტო: რია-ნოვოსტი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი