ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ცუკერბერგს LGBT “სმაილებთან” დაკავშირებით მიმართავენ

4 ივნისი, 2014 • • 1355
აზერბაიჯანში ცუკერბერგს LGBT “სმაილებთან” დაკავშირებით მიმართავენ

“აქ საუბარია არა მხოლოდ გამოყენებაზე, არამედ აკრძალული ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებაზეც. მით უმეტეს, თუ ამ კონტენტით არასრულწლოვნებიც სარგებლობენ. ამის შესახებ აუცილებელია ფეისბუქის  ადმინისტრაციისთვის  სასწრაფოდ მიმართვა, რასაც ვაპირებ კიდეც მას შემდეგ, რაც აიფ–ი [აზერბაიჯანის ინტერნეტ–ფორუმი] ჩაატარებს გამოძიებას, რომელიც ამ საფრთხის შესაძლებლობას  დაამტკიცებს. გარდა ამისა, ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებსაც,” –  განუცხადა ოსმან გიუნდიუზმა გამოცემა ბაკუპოსტს.




მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი