ახალი ამბები

“იმედი” ზაზა ოქუაშვილისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს

22 ნოემბერი, 2018 • 2130
“იმედი” ზაზა ოქუაშვილისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს

ტელეკომპანია “იმედი” ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს სასამართლოში უჩივლებს. როგორც ტელეკომპანიის იურისტი ანდრო ლაშხი ამბობს, მიზეზი ოქუაშვილის მიერ გუშინ რ2-ის ეთერში ტირაჟირებული “უტიფარი ტყუილი” იყო “იმედთან” დაკავშირებით.

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გარკვეული დათმობების სანაცვლოდ უბიძგებდნენ, უარეყო მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებული ცნობები რეკეტთან და სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით და ეთქვა, რომ ამ ცნობების გავრცელება გვარამია-სააკაშვილთან შეთანხმების ნაწილი იყო. ოქუაშვილის თანახმად,  მისგან ითხოვდნენ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში წაეკითხა წინასწარ დაწერილი წერილი, სადაც უარყოფდა ყველა იმ ცნობას, რაც მანამდე გავრცელდა.

“იმედის” იურისტი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ სარჩელი სასამართლოში ცილისწამებისთვის ახლა მზადდება, შესაბამისად უცნობია, მოითხოვს თუ არა თანხას (ან რა ოდენობის თანხას) ტელეკომპანია ოქუაშვილისგან რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად.

“იმედი” ზაზა ოქუაშვილს ეთერშიც ეპატიჟება.

ამავე თემაზე

“ოცნება” მიბიძგებდა, დათმობების სანაცვლად უარმეყო ცნობები რეკეტზე — ოქუაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი