ახალი ამბები

პრემიერმა “საპატრიარქოს დეზინფექციის” აქციის მონაწილეებს ავადმყოფები უწოდა

4 ივნისი, 2014 • • 1499
პრემიერმა “საპატრიარქოს დეზინფექციის” აქციის მონაწილეებს ავადმყოფები უწოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ასავალ-დასავალის ჟურნალისტს ჰკითხა, ვის გულისხმობდა ამ ადამიანებში, რაზეც მან უპასუხა, რომ იგი “საპატრიარქოს დეზინფექციის” აქციებზე და მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული ადამიანების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე საუბრობს:

 

“ავადმყოფი ადამიანი ბევრია, უფრო სწორად, რამდენიმეა, ბევრი არ არის. ორმა და სამმა ადამიანმა შეიძლება რაღაც არაორდინარული საქციელი ჩაიდინოს, მაგრამ იმათზე რეაგირება მოხდება ჩვეულებრივ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ… ქვეყანაში საბედნიეროდ ჯანსაღი განწყობაა. თუ რაღაც პროვოკაციას მოაწყობენ, ისინი დაისჯებიან და მორჩება”, – განაცხადა პრემიერმა.

 

ჯგუფმა “საჭიროებს დიზინფექციას” თბილისში, საპატრიარქოსთან “დეზინფექციის” აქცია უკვე ორჯერ გამართა. პირველად, 2013 წლის 2 დეკემბერს, ხოლო მეორედ – 28 მაისს.


დეზინფექციის აქცია საპატრიარქოსთან
დეზინფექციის აქცია საპატრიარქოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი