ახალი ამბები

ონში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჭრეს

22 ნოემბერი, 2018 • 1626
ონში ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჭრეს

ონში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტრო ირწმუნება, რომ შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ნეტგაზეთს ენმ-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა და მას ოპერაცია უტარდება. ამ ეტაპზე პარტია მოტივზე საუბრისას თავს იკავებს და ელოდება დაჭრილი როდის გამოჯანმრთელდება.

შსს-ს ცნობით,  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მას მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა.

“აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერ ლი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა ენმ-ს წევრს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,”-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც  7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი