ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილის შვილი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს

21 ნოემბერი, 2018 • 6409
სალომე ზურაბიშვილის შვილი გრიგოლ ვაშაძის შვილს დებატებში იწვევს

სალომე ზურაბიშვილის შვილი თეიმურაზ გორჯესტანი გრიგოლ ვაშაძის შვილს, ნოდარ ვაშაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ მან ტექნოპარკში განაცხადა, სადაც დედასთან ერთად სტუდენტებს ხვდებოდა.

“მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ”, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

მეორე ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები ჯერ არ გამართულა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ მზად არის დებატებს უმასპინძლოს. მზადყოფნას ადასტურებს გრიგოლ ვაშაძის შტაბიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილის შტაბისგან ნეტგაზეთმა ამ დრომდე ვერ მიიღო პასუხი, სურს თუ არა პირადად მას მეორე ტურამდე კონკურენტთთან დებატები.

ამავე თემაზე

შედგება თუ არა დებატები? – ვაშაძე თანახმაა, ზურაბიშვილი – უცნობია

მასალების გადაბეჭდვის წესი