ახალი ამბები

შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე ე.წ. ბასლეინების დახაზვა დაიწყეს

21 ნოემბერი, 2018 • 1629
შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე ე.წ. ბასლეინების დახაზვა დაიწყეს

თბილისში, სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე, მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვა დაიწყო. ე.წ. ბასლეინები გზის ორივე მხარეს მოეწყობა, რაც, მერიის თქმით, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

მერია დასძენს, რომ საგზაო მოძრაობის სქემების შედგენისას პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქვეითების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას მიენიჭა.

მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სამოძრაო ზოლების გამოყოფამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ავტომობილების პარკირების ადგილების 238-დან 170-მდე შემცირება გამოიწვია.

ფოტო: თბილისის მერია

ბასლეინების დახაზვის შემდეგ, 21 ნოემბრიდან, ჩვეულ მარშრუტებს უბრუნდებიან ავტობუსები N51 და N91, ასევე, მიკროავტობუსები 145 და 202. ისინი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის“ მიმართულებით კვლავ კოსტავას ქუჩით იმოძრავებენ. შარტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა ბასლეინების დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება

მასალების გადაბეჭდვის წესი