ახალი ამბები

ინტერპოლის ხელმძღვანელად რუსი გენერალი არ აირჩიეს

21 ნოემბერი, 2018 • 2067
ინტერპოლის ხელმძღვანელად რუსი გენერალი არ აირჩიეს

ინტერპოლმა პრეზიდენტად სამხრეთ კორეელი კიმ იონ-იანი  აირჩია. რუსმა გენერალმა, ალექსანდრე პროკოპჩუკმა, რომელიც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, გამარჯვება ვერ მოახერხა.

ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიმდინარე წლის ოქტომბერში ინტერპოლის პრეზიდენტი მენ ჰონვეი ჩინეთში დააკავეს, რის გამოც თანამდებობიდან გადადგა.

არჩევნებში რუსეთის კანდიდატის შესაძლო გამარჯვებას არაერთი ქვეყანა თუ საჯარო პირი აკრიტიკებდა. ამერიკელი სენატორების განცხადებით, ეს იგივე იყო “მელასთვის, რომ საქათმე ჩაგებარებინა”, ლიტვა კი ინტერპოლის დატოვებით იმუქრებოდა.

ამავე თემაზე

რუსი გენერალი, შესაძლოა, ინტერპოლის პრეზიდენტი გახდეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი