ახალი ამბები

ხობში ხანძრის დროს დაშავებულთაგან კიდევ ერთი გარდაიცვალა

21 ნოემბერი, 2018 • 1246
ხობში ხანძრის დროს დაშავებულთაგან კიდევ ერთი გარდაიცვალა

ხობში, სოფელ ხეთაში, 19 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია 65 წლის ქალი. გუშინ, 20 ნოემბერს, გარდაიცვალა ამავე ოჯახის წევრი, 67 წლის კაცი.

როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ “რუსთავი 2”-ს განუცხადა, ორივე გარდაცვლილს  სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რაც გულისხმობს როგორც სხეულის ზედაპირის, ისე – სასუნთქი გზების დამწვრობას. ქაშიბაძისვე ცნობით, დამწვრობის ცენტრში რჩება ამავე ოჯახის წევრი ორი ზრდასრული ადამიანი და ერთი ბავშვი, მათი მდგომარეობაც კრიტიკულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი. ხანძარს, სავარაუდოდ, წინ უძღოდა საწვავის აფეთქება, თუმცა ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი