ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმატება არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში

3 ივნისი, 2014 • • 1457
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმატება არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატში

ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც შვედეთში დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციის კონფედერაციის ConIFA-ის ეგიდით იმართება, მონაწილეობას FIFA-ს მიერ არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებები მონაწილეობენ. მათ შორის არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრებები.

 

აფხაზეთის ნაკრების წარმატებაზე წერს აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი. როგორც ირკვევა, აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებმა ლაპლანდიის ნაკრები 2:1 დაამარცხა. 


ჩემპიონატში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა მონაწილეობას იღებენ, ასევე, მთიანი-ყარაბაღი, ოქსიტანია, პადანია, ლაპლანდია, დარფური, ტამილია, ასირია, ზანზიბარი და ნორმანდიული კუნძულები. 


გუნდებს შორის ნახევარფინალები 6 ივნისს, ხოლო ფინალი 8 ივნისს გაიმართება. 


ფოტო: ConIFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი
ფოტო: ConIFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი