ახალი ამბები

ადვოკატი: იეჰოვას მოწმის სახლის აშენების წინააღმდეგ თერჯოლაში აქცია გაიმართა

3 ივნისი, 2014 • • 1314
ადვოკატი: იეჰოვას მოწმის სახლის აშენების წინააღმდეგ თერჯოლაში აქცია გაიმართა

მანუჩარ ციმინტიას თქმით, იეჰოვას მოწმე აშენებს სახლს თერჯოლაში. სამშენებლო სამუშაოები ორი კვირის წინ დაწყო. თუმცა გუშინ და დღეს მშენებარე სახლთან აქცია გაიმართა, რომელშიც, ციმინტიას თქმით, მართლმადიდებელი მღვდლებიც მონაწილეობდნენ.

 

ციმინტია ამბობს, რომ აქციამ ექსცესების გარშე ჩაიარა, ადგილზე მისული იყო საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეების ცნობით, იმ ადგილას შენდება იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი. 

თერჯოლა
თერჯოლა

მასალების გადაბეჭდვის წესი