ახალი ამბები

სინოდმა ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეარჩია

3 ივნისი, 2014 • • 1342
სინოდმა ოთხი ახალი მღვდელმთავარი შეარჩია

მიტროპოლიტის თქმით, შიერჩა ოთხი ახალი მღვდელმთავარი – გერმანია-ავსტრიასა და ჰოლანდია – ლუქსემბურგის ეპარქიებისთვის, ასევე, ამერიკის და საინგილოს ეპარქიებისთვის. 


მისი განმარტებით, გერმანია-ავსტრიის ეპარქიაში არქიმანდრიტი ლაზარე სამარბეგიშვილი ეკურთხება, ჰოლანდიაში – არქიმანდიტრი დოსითე ბოგვერაძე, ამერიკაში არქიმანდრიტი -საბა ინწკირველი, საინგილოში – არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი. 

მისივე განცხადებით, სინოდის სხდომაზე საქართველოს ეკლესიის პირველი მთავარეპისკოპოსი იოანე წმინდანად შერაცხეს.


“ეს ყველაზე სასიამოვნოა, რაც დღეს მოხდა,”- განუცხადა მედიის წარმომადგენლებს მიტროპოლიტმა.


რაც შეეხება სხვა საკითხებს, ზოსიმე შიოშვილის თქმით, ყველა სხვა დანარჩენი საკითხი, რომელზეც დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, “უმნიშვნელო ეკლესიური საკითხებია”.


ჟურნალისტის კითხვაზე, იმსჯელა თუ არა სინოდმა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ამ კანონთან დაკავშირებით სინოდმა დაამოწმა პატრიარქის განცხადება. 

 

სინოდის სხდომის განჩინება, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი. 


არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი
არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი


არქიმანდრიტი დოსითე ბოგვერაძე
არქიმანდრიტი დოსითე ბოგვერაძე

 



 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი