ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანქვაბი აფხაზეთის პრეზიდენტობის პოსტიდან გადადგა

1 ივნისი, 2014 • • 1930
ანქვაბი აფხაზეთის პრეზიდენტობის პოსტიდან გადადგა

თავის წერილში, რომლითაც ანქვაბი თანამემამულეებს მიმართავს, ამბობს, რომ აფხაზეთში განვითარებული უკანასნკნელი მოვლენები შესაძლოა სახელმწიფოსთვის დამღუპველი იყოს. 

 

“ხელისუფლებისთვის იბრძვიან ძალები, რომლებიც არ გაჩერდებიან და მზად არიან საკუთარ ამბიციებს თანამემამულეების ცხოვრება შეწირონ. მათი ჭეშმარიტი ინტერესები და მადა ყოველდღიურად გამოიჩენს თავს. ალექსანდრ ანვაბისთვის თანამდებობა, მათ შორის საპრეზიდენტო, არ წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. მისი თქმით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში მას ბევრი მხარდამჭერი დაუკავშირდა და მადლიერება გამოხატა მის მიმართ. 

 

“დღეს, საზოგადოების წარმომადგენლებთან, ამომრჩევლებთან, თანაგუნდელებთან მრავალრიცხოვანი კონსულტაციების შემდეგ, ჩემ მიერ საბოლოო გადაყვეტილება იყო მიღებული. ის არ პასუხობს მოქალაქეების დიდი ნაწილის განწყობებს. ამის მიუხედავად, შექმნილი გარემოებების გამო ეს გადაყვეტილება ერთდადერთ სწორ გზად მიმაჩნია. მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებისკენ, ახალი არჩევნების ჩატარებას ნორმალურ გარემოში,”- წერია ანქვაბის განცხადებაში.

 

აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს დაინიშნა. გადაყვეტილება პარლამენტმა გუშინ, 31 მაისს მიიღო. 

 

აფხაზეთის პარლამენტმა 29 მაისს პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა, პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს კი შეთავაზა საკუთარი ნებით დატოვოს პოსტი. 

 

აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.


ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი