ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს დაინიშნა

1 ივნისი, 2014 • • 1228
აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს დაინიშნა

შეგახსენებთ, აფხაზეთის პარლამენტმა 29 მაისს პრემიერ-მინისტრს, ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა, პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს კი შეთავაზა საკუთარი ნებით დატოვოს პოსტი. 

 

აფხაზეთის საინფორმაციო პორტალის “აპსნიპრესის” ინფორმაციით, აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება, პარლამენტის სპიკერთან, ვალერი ბგანბასთან გეგმავს შეხვედრას. ვალერი ბგანბა 31 მაისს სახალხო კრების მიერ მიღებული დადგენილებით აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 


აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   



მასალების გადაბეჭდვის წესი