ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი ჟურნალისტები პოლიტიკურ კრიზისზე მსჯელობენ[VIDEO]

31 მაისი, 2014 • 1131
აფხაზი ჟურნალისტები პოლიტიკურ კრიზისზე მსჯელობენ[VIDEO]

მათ ისაუბრეს  კრიზისის მიზეზებზე, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე და იმაზე, თუ რა ისწავლა საზოგადოებამ ბოლო 10 წლის პოლიტიკური მოვლენებისგან.


“ქვეყნის მართვის თანამედროვე ფორმულა ითვალისწინებს, რომ ხელისუფალს მუდმივი კონტაქტი აქვს მოქალაქეებთან. როცა ცხადი ხდება, რომ ხალხი რაღაცით უკმაყოფილოა, ხელისუფლება მაშინვე იწყებს მათთან მოლაპარაკებას და ერთობლივი გამოსავლის ძიებას. ეს ძალიან მოსახერხებელი ფორმულაა, რომელიც პასუხისმგებლობას ანიჭებს როგორც ხელისუფლებას, ასევე, საზოგადოებას. ანქვაბი რომ საზოგადოებასთან მოლაპარაკებზე წასულიყო, ეს სიტუაცია არ შეიქმნებოდა. არ იქნებოდა არც ეს წინააღმდეგობა ოპოზიციის მხრიდან”,– მიიჩნევს ნადეჟდა ვენედიქტოვა.



“ანქვაბს ხალხმა ხმა მისცა იმიტომ, რომ ყველას ეგონა, ეს ადამიანი ელემენტალურ წესრიგს მაინც დაამყარებდა ქვეყანაში, დაიწყებდა კორუფციასთან ბრძოლას, დაიწყებდა რეფორმებს სოციალურ სფეროში, განათლების სფეროში. ამ კრიზისის არიდება შესაძლებელი იქნებოდა, პრეზიდენტს რომ გააზრებული ჰქონოდა და სცოდნოდა, რას ფიქრობს ხალხი. ეს კრიზისი, პრინციპში, არის უნდობლობით გამოწვეული”,– ამბობს ინალ ხაშიგი.

 

ოპოზიციის აქციები სოხუმში 27 მაისს დაიწყო. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი