ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის არქიმანდრიტი დოროთე დბარი სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე

29 მაისი, 2014 • • 1482
აფხაზეთის არქიმანდრიტი დოროთე დბარი სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე

თავის წერილში არქიმანდრიტი აქციაზე გამომსვლელთა ტექსტს შეეხო და მათ მიმართ კრიტიკული პოზიცია გამოხატა.

 

“ყველა გამოსვლა, ვიტალი გაბნიას გამოსვლის გარდა, პრაქტიკულად ფინანსებს შეეხებოდა, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან შემოდის და შემდეგ აქ ნაწილდება. არც ერთი სიტყვა არ მომისმენია იმის შესახებ, როგორ შევინარჩუნოთ სახელმწიფო და როგორ უზრუნველვყოთ მისი მომავალი?! რით გავამყაროთ დამოუკიდებლობა?! რატომ დადგა ზუსტად ახლა საკითხი “ასოცირების ხელშეკრულების” შესახებ?! 

 

რაც შეეხება პრეზიდენტის ქმედებებს, მას არ აქვს უფლება უზრუნველყოს წესრიგი და სახელმწიფო შენობების დაცვა “თავისი მოკავშირეების” მეშვეობით, ამისთვის მას ჰყავს სამართალმდაცავი ორგანოები. 

 

პრეზიდენტის პასუხი, რომ მას არ შეუძლია ხალხთან გამოსვლა, მისი ლეგიტიმაციის საკითხს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გავლენის ჩარჩოები მისი კაბინეტის კედლებით არის შემოსაზღვრული,”- წერს სასულიერო პირი.  

 

თავის წერილში არქიმანდიტი  აქციაში მონაწილე ოპოზიციასაც ეხება. 

 

“ჩვენ ვნახეთ სახალხო შეკრების ლიდერები, რომელთა უმრავლესობას ტაშს არ უკრავდნენ, მათ შორის მე. როდესაც ვხედავ მათ, ვინც უკვე უშედეგოდ იყო ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვები, რატომ შეიკრიბნენ ისინი.

 

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და არა თემს, რომელიც კლანების ეკონომიკურ ინტერესებზე იქნება დამყარებული, კონსტიტუციის ცვლილების კანონიერი ფორმა, სახელმწიფო მმართველების ორგანოები, პარლამენტის დეპუტატებისა და პრეზიდენტის არჩევნები, რეალიზდება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ყუთებთან. 

 

ძალიან სამწუხაროა, რომ ომის შემდეგ არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არც პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები არ იყვნენ დაკავებული მოქალაქეთა სახელმწიფოებრივი იდეების ფორმირებებით. თუ სახელმწიფოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მოქალაქე იძულებულია წავიდეს შეკრებაზე, მიტინგზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას სამსახურიდან ათავისუფლებენ,  არ აქვს სასამართლო ორგანოებში დაცვის უფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო. და ამაში ჩვენ, მოქალაქეები ვართ დამნაშავე. ამიერიდან ჩვენ ხმა უნდა მივცეთ სახელმწიფოს ახალ ლიდერს, პარლამენტის დეპუტატებს და ა.შ. მხოლოდ დეტალურად გაწერილი პროგრამის, კონკრეტული ნაბიჯების რელიაზაციისთვის და არა ზოგადი დაპირებებისთვის “შავი ზღვის სანაპიროს გაფართოებისა” თუ “ფსოუსა და ენგურს შორის სამოთხის” შექმნის შესახებ.” 


დოროთე დბარი
დოროთე დბარი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი