ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს მოვლენების გაშუქების საშუალება არ აქვთ

28 მაისი, 2014 • • 1475
აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს მოვლენების გაშუქების საშუალება არ აქვთ

„მეორე დღეა აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქების საშუალება არ გვეძლევა. ტელევიზიის შენობაშიც და მიმდებარე ტერიტორიაზეც უცხო ადამიანები და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ხელს უშლიან ტელევიზიის მაუწყებლობას. საზოგადოება ჩვენგან ობიექტურ ინფორმაციას ელოდება, მაშინ, როცა ჩვენ მიტოვებული და დაუცველი ვართ. ტელევიზია მძევლად არის აყვანილი და ჩვენს პროფესიული მოვალეობას ვერ ვასრულებთ“, ნათქვამია აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის თანამშრომელთა განცხადებაში.


აფზახეთის ტელევიზიის თანამშრომლები მხარდაჭერას თხოვენ ყველას, ვინც აღიარებს დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს – სიტყვის თავისუფლებას.


შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომელშიც აფხაზური მედიის ცნობით, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოგვიანებით ოპოზიციონერებმა შტურმი მიიტანეს ხელისუფლების ადმინისტრაციაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი