ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში პუტინის თანაშემწე და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჩადიან

28 მაისი, 2014 • • 1026
აფხაზეთში პუტინის თანაშემწე და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჩადიან

რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების ვიზიტის შესახებ სააგენტო აპსნიპრესს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნუგზარ აშუბამ განუცხადა. 

 

შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს, დილის 11 საათიდან აფხაზეთის პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.


შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომელშიც, აფხაზური მედიის ცნობით, დაახლოებით, 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოგვიანებით, ოპოზიციონერებმა შტურმი მიიტანეს ხელისუფლების ადმინისტრაციაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

 

ამასთან, აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში ან იმპიჩმენტის შედეგად, რაც  უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ აშუბას განცხადებით, შესაბამისი მექანიზმის არ არსებობის გამო გამორიცხულია.  


 

  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

 


 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი