ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ანქვაბი: არსად წავსულვარ, აფხაზეთში ვიმყოფები

28 მაისი, 2014 • • 1200
ანქვაბი: არსად წავსულვარ, აფხაზეთში ვიმყოფები

“ჩემი და ჩემი კოლეგების მიზანია არ დავუშვათ მოვლენების განვითარება იმ სცენარით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამოუსწორებელი იქნება. ადამიანების დიდი ჯგუფი, მათ შორის შეიარაღებული ადამიანების, აფხაზეთის ტელევიზიას დაესხნენ თავდს და ფაქტიურად ის აიღეს. რა თქმა უნდა, დაცვას შეეძლო მიეღო შესაბამისი ზომები, მაგრამ რასთან მიგვიყვანდა ეს, ყველას მშვენივრად ესმის. ეს არ იყო გაკეთებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს შანსი სიტუაცია სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ. იურიდიულად, რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების შეირაღებული გზით ხელში ჩაგდება,”- აცხადებს ანქვაბი.

 

პრეზიდენტის თქმით, მას ოპოზიციის ლიდერებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარებულიყო სიტუაცია.


“იყო კატეგორიული მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დავტოვო თანამდებობა. შემდეგ დავუბრუნდით იმ საკითხს, რომ შესაძლოა თანამდებობა უნდა დატოვოს მინისტრთა კაბინეტმა, გენპროკურორმა და ტყვარჩელისა და გალის რაიონების ხელმძღვანელებმა. 


უშიშროების საბჭო განაგრძობს ამჟამად მუშაობას, სადაც ზოგად სიტუაციას განიხილავს. იყო მცდელობები ოპოზიციის მხრიდან, გაეგოთ ძალოვნების აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას აპირებენ. ძალოვნების სახელმწიფოს ერთგულები არიან და ყველა ზომას იღებენ იმისთვის, რომ სიტუაცია დასტაბილურდეს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველანაირ ძალისხმევას იმისთვის, რომ სამართლებრივ ჩარჩოებში განვითარდეს მოვლენები. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.” 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომელშიც აფხაზური მედიის ცნობით, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოგვიანებით ოპოზიციონერებმა შტურმი მიიტანეს ხელისუფლების ადმინისტრაციაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.


ამასთან, აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება ორ შემთხვევაშია შესაძლებელი: პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, ან იმპიჩმენტის შედეგად, რაც  უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ აშუბას განცხადებით, შესაბამისი მექანიზმის არარსებობის გამო გამორიცხულია.  

 

დღეს, 28 მაისს სოხუმში პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც წინასწარი ინფორმაციით, არსებული ვითარება და პრობლების გადაჭრის გზები უნდა განიხილონ. 


ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი