ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მომიტინგეები სოხუმში ადმინისტრაციას უტევენ, რის გამოც ანქვაბმა შენობა დატოვა

27 მაისი, 2014 • • 1204
მომიტინგეები სოხუმში ადმინისტრაციას უტევენ, რის გამოც ანქვაბმა შენობა დატოვა

მისი პრესმდივნის, ნუგზარ აშუბას განცხადებით, ანქვაბი დათანხმდა თანამდებობიდან დაითხოვოს მთავრობა, გენერალური პროკურორი და ორი რაიონის ხელმძღვანელი, თუმცა ოპოზიცია უშუალოდ მის გადადგომასაც მოითხოვს.

 

სოხუმში მთავრობის საწინაღმდეგო საპროტესტო აქცია, რომელშიც გამოცემა “ნუჟნაია გაზეტას” ცნობით, 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, დღეს დაიწყო. “ინტერფაქსის” ცნობით, ოპოზიციონერებმა შტურმი მიიტანეს ხელისუფლების ადმინისტრაციაზეც.  აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოსაც  უკავშირდება. 

 

ოპოზიციის აქცია სოხუმში: ფოტო: нижняя газета
ოპოზიციის აქცია სოხუმში: ფოტო: нижняя газета


“ანქვაბის, როგორც კანონიერებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანის საქმიანობა ყალბი აღმოჩდა. ქვეყანაში არის განუკითხაობა, პრეზიდეტი უხეშად ერევა ხელისუფლების განშტოებების საქმიანობაში, მათ შორის პარლამენტის. ფაქტიურად ავტორიტარული სისტემაა შექმნილი. სახელმწიფოს მეთაურმა არანაირი ზომა არ მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის მცდელობებისა და მათი უკანონო მასობრივი პასპორტიზაციის აღსაკვეთად. მან იგნორირება მოახდინა პარლამენტის დადგენილებების, რომელიც ამ საკითხებს შეეხებოდა, რაც საქართველოს  საშუალებას აძლევს, გააღრმაოს აფხაზეთის კონსტიტუციური წყობის საფუძველების ჩაძირვის პროცესი. ეს საფრთხეს წარმოადგენს არა  მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ რუსეთისთვისაც. დღეს აფხაზეთი თითოეული თქვენგანის აუცილებელ მხარდაჭერას საჭიროებს, თქვენი მონაწილეობა სახალხო მსვლელობაში არის სამოქალაქო ვალი სამშობლოს წინაშე,”- წერია მიმართვაში, რომელიც ოპოზიციამ აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი