ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში მაღალჩინოსნების ხარჯების გასაიდუმლოებაზე საპარლამენტო დებატები გრძელდება

27 მაისი, 2014 • • 1154
სომხეთში მაღალჩინოსნების ხარჯების გასაიდუმლოებაზე საპარლამენტო დებატები გრძელდება

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლეთა განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ყოველგვარი კრიტიკის მიღმაა. 

 

“რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ რით იკვებება პრემიერ-მინისტრი, ან რომელი თვითმფრინავით მიემგზავრება ის მივლინებაში,”- ამ კითხვით მიმართა კანონპროექტის ავტორებს ოპოზიციის დეპუტატმა, ეგინე ბიშარიანმა. 

 

კანონპროექტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოება უნდა  გახდეს აღნიშნული პირების ხარჯები კვების, სასტუმროებისა და მათი მივლინებების შესახებ, ვინაიდან კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ამ ინფორმაციის გასაჯაროება თანამდებობის პირების უსაფრთხოებას რისკს უქმნის. 

 

ამასთან, როგორც სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად ქცევის შესახებ იდეა მას შემდეგ გაუჩნდა ხელისუფლებას, რაც პრემიერ-მინისტრის, ტიგრან სარქსიანის ერთ-ერთი ვიზიტის ხარჯები [200 ათასი აშშ დოლარი] გასაჯაროვდა. 

 

 

პარლამენტი; სომხეთი. ფოტო: პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი
პარლამენტი; სომხეთი. ფოტო: პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი