ახალი ამბები

ხობში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა, 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია

20 ნოემბერი, 2018 • 1065
ხობში აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა, 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია

გუშინ, 19 ნოემბერს, ხობში სახლის აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი დღეს, 20 ნოემბერს, გამთენიისას ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. 4 დაშავებულის ჯანმრთელობა, რომელიც ამავე კლინიკაშია მოთავსებული, კრიტიკულ მდგომარეობაშია. მათ შორის ერთი 9 წლის ბავშვია.

“სამწუხაროდ, ერთი პაციენტი გარდაიცვალა დღეს დილას. დანარჩენ ოთხს კი აღენიშნება მასშტაბური, საკმაოდ სერიოზული დაზიანებები, მათ შორის, სასუნთქი გზების. ამ ოთხიდან ერთი ცხრა წლის ბავშვია და, სამწუხაროდ, ოთხივე მათგანის მდგომაროება კრიტიკულ მდგომარეობაშია,” – უთხრა ტელეკომპანია “იმედს” ხეჩინაშვილის კლინიკის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ.

აფეთქებამ ხობის სოფელ ხეთაში 7 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები დააზიანა. 5 მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაში, ორი კი ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მოათავსეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ.მ. ფართობი.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადადგურებას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი