ახალი ამბები

ფეისბუკის მესენჯერი შეფერხებით მუშაობს

20 ნოემბერი, 2018 • 2372
ფეისბუკის მესენჯერი შეფერხებით მუშაობს

ფეისბუკის მესენჯერი შეფერხებით მუშაობს — მომხმარებლების ნაწილთან შეტყობინებები არ იგზავნება; ხან აჩვენებს, რომ შეტყობინება გაგზავნილია, თუმცა ადრესატს არ მისდის;

“ფორბსის” თანახმად, პრობლემა გლობალურია.

ამავე გამოცემის თანახმად, პრობლემამ მას შემდეგ იჩინა თავი, რაც წინა დღით მომხმარებლებს საშუალება მიეცათ, გაგზავნილი წერილები “უკან დააბრუნონ”.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება, ან აქვს თუ არა ამ ახალ ფუნქციას მასთან რაიმე საერთო.

ფორბსის ილუსტრაცია — რუკა, თუ სად მუშაობს მესენჯერი შეფერხებით

“მესენჯერში” გაგზავნილი მესიჯების “უკან დასაბრუნებლად” 10 წუთი გექნებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი