ახალი ამბები

აფეთქება და ხანძარი სამეგრელოში — სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

19 ნოემბერი, 2018 • 2059
აფეთქება და ხანძარი სამეგრელოში — სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელოში, ხობის სოფელ ხეთაში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად გაჩენილი ძლიერი ხანძრისას ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი.

როგორც ნეტგაზეთს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ უთხრა, მათთან გადმოყვანილი ხუთი პაციენტიდან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

სამივე მათგანს აღენიშნება დამწვრობითი შოკი და მათ თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 2 ქალი და ერთი მოზარდი. ერთ-ერთ ქალს 80%-იანი (მეორე-მესამე ხარისხის) დამწვრობა აქვს; მეორეს — 40%-იანი, მოზარდს კი პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

სამივე მათგანს სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

დანარჩენი ორი ადამიანის, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვნის, მდგომარეობა სტაბილურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ.მ. ფართობი. ხანძარი ლიკვიდირებულია.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადადგურებას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი