საქართველო-ყაზახეთი 2:1

ევროპის ერთა ლიგის მე-6, ბოლო ტურის მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყაზახეთის ნაკრებს შორის საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

პირველი გოლი საქართველოს ნაკრებიდან 59-ე წუთზე გაიტანა გიორგი მერებაშვილმა, მეორე კი, 84-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ.

მეორე ტაიმის პირველ დამატებით წუთზე ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ორალხან ომირტაევმა სხვაობა შეამცირა. მატჩი 2:1 დასრულდა.

წინა ხუთი მატჩიდან საქართველოს ოთხი ჰქონდა მოგებული, ერთი კი ფრედ ითამაშა.

საქართველომ ჯგუფში — ანდორასთან, ყაზახეთთან და ლატვიასთან — პირველი ადგილი დაიკავა.

ბოლო გამარჯვებით საქართველომ მიაღწია იმას, რომ ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის პლეიოფს თბილისში ითამაშებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.