ახალი ამბები

გოცირიძე “ოცნებას”: გთხოვთ, იმ პლაკატებში ერთი ადგილი მომიძებნოთ

19 ნოემბერი, 2018 • 2140
გოცირიძე “ოცნებას”: გთხოვთ, იმ პლაკატებში ერთი ადგილი მომიძებნოთ

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი რომან გოცირიძე “ქართულ ოცნებას” სთხოვს, ქალაქში გაკრულ “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო პლაკატებზე ადგილი მასაც გამოუძებნოს.

როგორც გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ასე უფრო თვალსაჩინო გახდება ის სამარცხვინო აქცია, რაც ხელისუფლებამ ჩაატარა.

“თურმე ვიღაცას სწყინს სოციალურ ქსელში კრიტიკული სტატიები და ვერ ამჩნევთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში.  “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ჩანს, “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად (თუმცა დღემდე ვერ გაირკვა, ვინ არიან მისი ავტორები), საშინელი ბილბორდები ჩამოჰკიდეს. ასეთი რამ არ მომხდარა საქართველოში საარჩევნო კამპანიის პერიოდში. მე, როგორც ცოტნე დადიანის კუთხიდან, ვერ ავიტან ამ უსამართლობას და “ქართულ ოცნებას” ძალიან გთხოვთ,  იმ პლაკატში ერთი ადგილი მომიძებნოთ და მარჯვენა მაღალ კუთხეში ჩემი პორტრეტიც გააკრათ, რომ კიდევ ერთხელ შეიგრძნოთ თქვენ მიერ ჩადენილი სამარცხვინო აქციის მთელი ხიბლი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები გამოჩნდა. “არა ნაცებს, არა ბოროტებას!” – ვკითხულობთ ბილბორდებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია და სხვები არიან გამოსახულნი.

 

“არა ნაცებს!; არა ბოროტებას!” – “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი