ახალი ამბები

გარეთ ტომასი – ჩემი იდენტობის გამო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი გავხდი

19 ნოემბერი, 2018 • 1563
გარეთ ტომასი – ჩემი იდენტობის გამო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი გავხდი

უელსის რაგბის გუნდის ყოფილი კაპიტანი გარეთ ტომასი აცხადებს, რომ თავისი იდენტობის გამო ძალადობის მსხვერპლი გახდა. ტომასი, რომელიც 2009 წლიდან ლგბტ თემის გაცხადებული წევრი და აქტივისტია, აღნიშნულთან დაკავშირებით ტვიტერზე ვიდეოს ავრცელებს.

როგორც იკვევა, სავარაუდო თავდამსხმელი 16 წლის ბიჭია. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა  17 ნოემბერს ქალაქ კარდიფში მოხდა.

“ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომელსაც ჩვენთვის ტკივილის მოყენება უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ,  იმ ადამიანთა რიცხვი გაცილებით უფრო დიდია, ვინც გვაძლიერებს, ამიტომ,  იმედი მაქვს, რომ ეს პოზიტიური მესიჯი იქნება,” – ამბობს ვიდეოში ტომასი, რომლის სახეზეც ჩაქცევები ჩანს.

 

The Guardian-ის თქმით, ბრალდებულმა დანაშაული უკვე აღიარა. ახალგაზრდამ, ტომასთან შეხვედრის დროს მას ბოდიშიც მოუხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი