გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელი კომპანიებთან სექტორში არსებული გამოწვევები განიხილა

ავეჯის წარმოებაში არსებული გამოწვევები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თბილისში, „ხელოსნების ქალაქში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ავეჯის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის გამართვამდე გიორგი ქობულიამ ავეჯის მწარმოებელთა კლასტერში არსებული საწარმოები დაათვალიერა და მოისმინა ინფორმაცია „ხელოსნების ქალაქის“ განვითარებისა და სამომავლო პროექტების შესახებ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებმაც საჯაროდ, მედიის საშუალებით მოითხოვეს მინისტრთან შეხვედრა და მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ.

გიორგი ქობულიას შეფასებით, ძირითადი დაბრკოლებები, რაც ამ სფეროში არსებობს, არის მუშახელის კვალიფიკაცია და საგანმანათლებლო პროგრამები.

„წარმოებების ხელმძღვანელები, რომლებსაც მე ველაპარაკე, ყველა ერთხმად იმეორებს, რომ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი. ამასთან დაკავშირებით ჩვენვგეგმავთ ძალიან სერიოზულ პროგრამებს, ტრენინგის ცენტრების შექმნას უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტიმომავალი ორი წლის განმავლობაში მაინც. გვჭირდება, რომ წელიწადში ორი-სამი ათასი სპეციალისტი მოვამზადოთ ამ სექტორში,“ – აღნიშნა მინისტრმა.

კლასტერში ვიზიტის დროს ეკონომიკის მინისტრი ტერიტორიაზე არსებულ საგანმანათლებლო ცენტრ „ხელოსნების სკოლასაც“ ეწვია, სადაც ნებისმიერი ასაკისმსურველს შესაძლებლობა აქვს თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული მეცადინეობაც გაიაროს და წარმატების შემთხვევაში, კლასტერში დასაქმდეს.

„ხელოსნების ქალაქი“ თბილისში, ავჭალის დასახლებაში რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა და დღესდღეობით იქ 200-მდე ორგანიზაცია ოპერირებს. ის აერთიანებს მასალის და ფურნიტურის მომწოდებელ კომპანიებს, დიზაინერთა ასოციაციას, მანქანა დანადგარებით მომსახურე ფირმებს, სამღებრო საამქროებს და ა.შ. აუცილებელი პირობაა, რომ კლასტერის ტერიტორიაზე დასაქმების მსურველი პირდაპირ ან ირიბ კავშირში იყოს ავეჯის წარმოებასთან.

„ხელოსნების ქალაქი“ 80 000 კვ.მ მიწის ფართობზეა გაშენებული და დამფუძნებლების მიერ შემუშავებულია მშენებლობის გენერალური გეგმა კიდევ 40 000 კვ. მ. მიწის ფართობზე. კლასტერში ამ ეტაპზე 1500-მდე ადამიანია დასაქმებული და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე იგეგმება იტალიური ავეჯიას და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი მსხვილი საწარმოს გახსნაც.

„ხელოსნების ქალაქის“ პოტენციალით დაინტერესებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელიც, როგორც, დონორიორგანიზაცია, სისტემატურად აფინანსებს ხელოსნების ქალაქის ტერიტორიაზე დასაქმებულების საერთაშორისო გამოფენებში დასწრებას და ევროპის სხვადასხვასაწარმოებში მივლინებას კვალიფიკაციის ამაღლების და დატრენინგების მიმართულებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი