ახალი ამბები

Vivus-ის მომხმარებლებს ვალი არ ჩამოეჭრებათ – მაჭავარიანი

19 ნოემბერი, 2018 • 7414
Vivus-ის მომხმარებლებს ვალი არ ჩამოეჭრებათ – მაჭავარიანი

ვალის ჩამოწერის პროცესი ონლაინ სესხების კომპანია Vivus-ის მომხმარებლებს არ შეეხებათ. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიასთან შეთანხმება ამ საკითხზე ვერ მოხდა:

“მოლაპარაკებების პროცესში Vivus იყო კომპანია, რომელმაც გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროექტში მონაწილეობაზე,” – აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

მინისტრი აცხადებს, რომ მიზეზის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხდა Vivus-თან შეთანხმება, თავად კომპანიამ უნდა ისაუბროს.

როგორც მაჭავარიანი ირწმუნება, 1.5 მილიარდი ლარის ჩამოწერა 600 ათასი მოქალაქისთვის ფონდ “ქართუს” მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა იყო.

ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებულ ნახევარ მილიონზე მეტ პირს ვალები გაუნულდება – ბახტაძე

ამბის გაგრძელება:

მიკროსაფინანსო კომპანია Vivus-ი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათ დაახლოებით ორი კვირის წინ დაუკავშირდა.

კომპანიის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროც და ეროვნული ბანკიც მათ სთხოვდა, რომ გაეკეთებინათ შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე, ხოლო ამ ორი კვირის განმავლობაში Vivus-მა ორჯერ გაუგზავნა სამინისტროს მონაცემები და პირობები მათი პორტფელის შესახებ, თუმცა პასუხი აღარ მიუღიათ.

Vivus-ი აცხადებს, რომ დღესაც მზადაა, მათი კომპანიის მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე.

Vivus: ვადაგასული სესხების ჩამოწერაზე მთავრობის 2 კვირის წინ დაგვიკავშირდა

შენიშვნა: მასალა შეიცვალა 19 ნოემბერს, 21:20 საათზე დაზუსტების მიზნით

მასალების გადაბეჭდვის წესი