ახალი ამბები

კალიფორნიაში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ – მსხვერპლი 80-მდე გაიზარდა, გაუჩინარებულია 900-ზე მეტი

19 ნოემბერი, 2018 • 1287
კალიფორნიაში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ – მსხვერპლი 80-მდე გაიზარდა, გაუჩინარებულია 900-ზე მეტი

ხანძარს, რომელიც კალიფორნიაში 10 დღის წინ გაჩნდა, ამ დრომდე ვერ აქრობენ. სტიქიამ 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 9 700-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი კი განადგურდა.

თუმცა, როგორც CNN კალიფორნიის შტატის სატყეო და ხანძრისგან დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით წერს, ცეცხლის სრული ლოკალიზება, სავარაუდოდ, 30 ნოემბრამდე ვერ მოხერხდება.

ეს ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც ყველაზე გამანადგურებელი. 993 ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია, მაშველები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი