ახალი ამბები

2 ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონია: კენჭაძისა და მაჭარაშვილის წარმატება

17 ნოემბერი, 2018 • 2663
2 ქართველი მოჭიდავე მსოფლიო ჩემპიონია: კენჭაძისა და მაჭარაშვილის წარმატება

ქართველი მოჭიდავეები, ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს, ბუქარესტში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ორი ოქროს მედალი დღეს, 17 ნოემბერს მოიპოვეს.

კენჭაძემ რუსეთის ნაკრების წევრი გაჯი ნაბიევი 3-0 დაამარცხა. ის 79 კგ-იან წონით კატეგორიაში ჭიდაობდა. მაჭარაშვილმა კი 10-0 სძლია ამერიკელ მოწინააღმდეგეს, მოორის. ის 97 კგ-იან წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ასე, ბუქარესტში მიმდინარე პირველობაზე საქართველოს ჰიმნი უკვე მეხუთედ აჟღერდა.

13 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ(55კგ) მოიპოვა; 13 ნოემბერსვე, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა ამავე სტილით მოჭიდავე ზვიად პატარიძე(130კგ), მომდევნო დღეს კი ოქროს მედალი გელა ბოლქვაძემ მიიღო(82კგ).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი