ახალი ამბები

ფიგურული სრიალის გრან პრი: ქართველი სპორტსმენის ისტორიული ვერცხლი

17 ნოემბერი, 2018 • 3979
ფიგურული სრიალის გრან პრი: ქართველი სპორტსმენის ისტორიული ვერცხლი

ფიგურული სრიალის როსტელკომის თასი 2018-ის ფარგლებში, გრან პრის მეხუთე ეტაპზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე მორის ყვითელაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მან კაცებს შორის ჯამში 248. 58 ქულა მიიღო და მხოლოდ ფიგურული სრიალის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონს, იაპონელ იუძურუ ჰანიუს ჩამორჩა, რომელმაც 278.42 ქულა მიიღო.

ასე ქართველმა სპორტსმენმა ისტორიული შედეგი აჩვენა – ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავემ გრან პრის ეტაპზე, კაცებს შორის, ვერცხლის მედალი მიიღო.

როსტელკომის თასი ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის 2018-19 წლის გრან პრის მეხუთე ეტაპია ფიგურულ სრიალში. მასში მონაწილეონბას საქართველოსთან ერთად კიდევ 17 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, მათ შორის, ევროპის სახელმწიფოებიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან.

ასპარეზობა სულ ექვსი ეტაპისაგან შედგება, რასაც მოსდევს ფინალი კანადის ქალაქ ვანკუვერში, 6-9 დეკემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი